Thursday, June 10, 2010

სამყაროს აღსასრული?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამყაროს აღსასრულის შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ისეთი პანიკა, რაც ახლაა ატეხილი, აქამდე არასოდეს ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტსაიტებზე ნამდვილი ისტერიკაა. საუბრობენ, რომ დედამიწას რეალური საფრთხე ემუქრება. ერთ–ერთ ასეთ საფრთხედ ასახელებენ პლანეტას, რომელსაც ნიბირუს ეძახიან, ზოგი მას პლანეტა 10–ს უწოდებს, ზოგი – წითელ პლანეტას... მოკლედ, ამტკიცებენ, რომ აქამდე უცნობი პლანეტა დედამიწას უახლოვდება, რაც კატასტროფულ ცვლილებებს გამოიწვევს. ზოგი საერთოდ დედამიწის აღსასრულზე საუბრობს. ამბობენ, რომ იმ ავბედითი პლანეტის მოახლოება უძლიერეს მიწისძვრას გამოიწვევს, რომლის შედეგად არათუ შენობები, მთები და კლდეებიც კი გაცამტვერდება.

იმავე წყაროებით, პლანეტა 10–ის გარშემო ტრიალებს მძიმე ლითონისგან შემდგარი მტვერი. როცა ის დედამიწას ჩაუქროლებს, ჩვენს პლანეტაზე წითელი მტვერი გადმოიყრება, რაც წყლებს იმდენად დააბინძურებს, რომ დალევა შეუძლებელი გახდება. ირწმუნებიან, რომ 10–ს იმდენად დიდი გრავიტაციის ძალა აქვს, რამდენიმე დღით დედამიწის გაჩერებაც შეუძლია.

მეცნიერები ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა ალბათ მაინც მოუწევთ დუმილის დარღვევა, რადგან კოსმოსში რომ გარკვეული ცვლილებები ხდება, ამას ადამიანები უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ხედავენ. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ ნორვეგიაში უამრავი ადამიანი გახდა იმის მომსწრე, ე. წ. შავმა ხვრელმა როგორ მიიტაცა კომეტა და შთანთქა. ეს მოვლენა ვიდეო და ფოტოკამერებით არის დაფიქსირებული.

ქართველ ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილის ვარაუდით, კოსმოსური კატაკლიზმები არათუ დედამიწაზე ცხოვრების წესს შეცვლის, არამედ ადამიანების ცნობიერება მთლიანად შეიცვლება და საფუძველი ჩაეყრება სრულიად ახალ ცივილიზაციას. 2010 წლიდან ადამიანები ისეთი მოვლენების თვითმხილველნი გახდებიან, რაც მათ აზროვნებას ძირფესვიანად ამოატრიალებს.

– ბატონო დავით, ბევრს საუბრობენ უცნობ პლანეტაზე, რომელიც უკვე დედამიწიდანაც კარგად ჩანს. ამბობენ, რომ დედამიწას მალე მოუახლოვდება და კატაკლიზმებს გამოიწვევს. ამ მოსაზრებას რეალური საფუძველი გააჩნია?

– როგორც ჩანს, ეს ვარაუდი საფუძველს მოკლებული არ არის, მაგრამ სრულიად საპირისპირო მოსაზრებებიც ჩნდება. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ე. წ. პლანეტა 10 ჯერჯერობით სამხრეთის ნახევარსფეროდან ჩანს, ხოლო ჩრდილოეთის ნახევარსფეროში მოგვიანებით გამოჩნდება, კერძოდ, 2011 წლის მაისში. ერთის თქმა კი თამამად შეიძლება – კოსმოსში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს!

– იმ შავ ხვრელზე რა აზრის ხართ, ნორვეგიიდან რომ დაინახეს?

– მე ტელეკომპანია "როიტერის" მიერ გადაღებულ კადრებს ვუყურე, სადაც ნაჩვენებია, ნორვეგიაში ხალხი როგორ უყურებს ციურ სხეულს, რომელიც შავმა ხვრელმა მიიტაცა და შთანთქა. შავი ხვრელი ჩამქრალი ვარსვლავია, რომელსაც დიდი მიზიდულობის, გრავიტაციის ძალა აქვს, მაგრამ ცაზე არ ჩანს, რადგან ის მზის სინათლესაც კი მიიზიდავს. როგორც ჩანს, ეს შავი ხვრელი ადრეც არსებობდა, მაგრამ შეუმჩნეველი იყო. იმ დღეს კი ხალხი მომსწრე გახდა, მბრუნავი კომეტა როგორ გადაყლაპა – შავი ხვრელი განათდა და შემდეგ გაქრა.

– აქამდე უცნობი შავი ხვრელი, უცნობი პლანეტა, რომელიც დედამიწას უახლოვდება... ამდენი უცნაური მოვლენა მართლაც კატასტროფით გვემუქრება?

– არა, მაგრამ გარკვეულ ცვლილებებს აუცილებლად გამოიწვევს. ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ დედამიწაზე არსებული ქაოსი კოსმოსთან ჰარმონიაში მოვიდეს, ანუ დედამიწაზე კოსმიური ჰარმონია დამყარდეს. ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ არ მოხდება, გარკვეულ კატაკლიზმებს გამოიწვევს. ამის მომსწრენი უკვე ვართ. დედამიწაზე კლიმატი ძალიან შეიცვალა, ბევრი ეკოლოგიური გამოწვევის წინაშე დავდექით.

– იმ უცნობ პლანეტაზე, ე. წ. ნიბირუზე, ასტროლოგ–ასტრონომებს რა ინფორმაცია აქვთ?

– ნიბირუ გაწელილ ორბიტაზე მოძრაობს. ამ პლანეტის მიმოქცევა 3600 წელს შეადგენს. ეს პლანეტა კაცობრიობას საფრთხეს ისევე არ შეუქმნის, როგორც 3600 წლის წინ. მაშინ მნიშვნელოვანი კატაკლიზმი არ მომხდარა და კაცობრიობა გადაშენების საფრთხის წინაშე არ დამდგარა. ეს არც ახლაა მოსალოდნელი, გლობალურ კატაკლიზმებს არ უნდა ველოდოთ.

ამ პლანეტის დედამიწასთან შეჯახების საფრთხე არ არსებობს. 2014 წლის თებერვალში დედამიწა მზესა და ამ პლანეტას შორის გაივლის. ზოგი ამბობს, ეს დედამიწის პოლუსების დაძვრას გამოიწვევსო. ეს არის ზღაპარი! ამ პლანეტამ სხვა პლანეტების უმრავლესობა უკვე გამოიარა, მაგალითად, როგორიც არის იუპიტერი, სატურნი და ა. შ. ამ ლოგიკის მიხედვით, მას ამ პლანეტების ტრაექტორიებში რაიმე ცვლილება უნდა შეეტანა, მაგრამ ასე არ მომხდარა. მისი ზომები იმდენად დიდი არ არის, რომ დედამიწასთან გვერდზე ჩავლით რაიმე მნიშვნელოვანი კატაკლიზმი გამოიწვიოს.

არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ ჩვენკენ მოდის მზის მსგავსი პლანეტა, რომელსაც წითელ ჯუჯას უწოდებენ. მას არშემდგარ მზეს უწოდებენ, რომელმაც სათანადო მასა ვერ დააგროვა. თუკი ასეთი "ჯუჯა" მართლაც არსებობს, არ შეიძლება ისე სწრაფად მოძრაობდეს, რომ აქამდე ვერ დაგვენახა და ასე მოულოდნელად გამოჩენილიყო.

– იქნებ საიდუმლო კვლევით ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში ამის შესახებ იცოდნენ კიდეც.

– შეიძლება "ნასა"–მ იცოდა, მაგრამ სანამ არ გამოჩნდა, მანამდე არ ამბობდა, თუმცა ამის ნაკლებად მჯერა. ეს რომ სიმართლე იყოს, იქ ექსპედიციებს აუცილებლად გაუშვებდნენ და შეისწავლიდნენ. "ნასა"–ს ყველა საექსპედიციო გაშვება პრესაში შუქდება. ამაზე კი საუბარი არ ყოფილა.

– საიდუმლო კვლევებს გამორიცხავთ?

– არც ამას გამოვრიცხავ, თუმცა ამ ყველაფერზე ლაპარაკი ძნელია, სანამ პლანეტა 10 ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არ გამოჩნდება.

– იმასაც ამბობენ, რომ ეს პლანეტა შეიძლება მეორე მზე გახდეს.

– პლანეტა 10 ზომებით ისეთი დიდი არ არის, რომ მზის ენერგია გამოასხივოს. მისი დიამეტრი 90 ათასი კილომეტრია, რაც, მერწმუნეთ, დიდი არ არის.

– ძველ ისტორიულ წყაროებში ამგვარი მოვლენების შესახებ რაიმე ცნობები არსებობს?

– შუმერულ იეროგლიფებზე მითითებულია მბრუნავი ვარსკვლავი. ეს გამოსახულება ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნორვეგიაში გადაღებულ კადრებში ჩანდა. ის კომეტა ზუსტად ისეთი მიმართულებით ბრუნავდა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, დედამიწაზე ასეთი მოვლენები ადრეც ხდებოდა. შუმერები ამ ვარსკვლავს მარდუკს უწოდებდნენ. მათთვის ის იყო ღმერთი, რომელმაც ყველაფერი შექმნა.

– იქნებ შუმერები თავიანთ აწმყოზე კი არ მიუთითებდნენ, არამედ მომავალს წინასწარმეტყველებდნენ, იმ მოვლენას, რაც ჩვენს დროში უნდა მოხდეს.

– შუმერული წყაროების მიხედვით, მარდუკის მობრუნება დროდადრო ხდება. ის დედამიწაზე წესრიგის დასამყარებლად ბრუნდება. როგორც ჩანს, შუმერული ცივილიზაცია მარდუკის მოსვლის მომსწრე გახდა. თუკი ეს მოვლენა ჩვენს დროშიც მოხდება, ეს ადამიანების ცნობიერებაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. 2009 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს რომ ვაკეთებდი, მაშინ ვთქვი, რომ ცაზე იქნება ნიშნები, რომლებიც დედამიწაზე არსებულ ფილოსოფიას ძირფესვიანად შეცვლის–მეთქი. შემიძლია ვთქვა, რომ ეს საოცრებები ცაში უკვე ხდება და ჩვენ კიდევ ბევრ რამეს დავინახავთ. თანამედროვე ცივილიზაციის პერიოდში აქამდე არასოდეს უნახავთ, შავი ხვრელი კომეტას როგორ ყლაპავს. ეს მხოლოდ შუმერებს აქვთ აღწერილი.

– ზოგი ნიბირუს პლანეტად არც თვლის და ამბობენ, რომ ის უცხოპლანეტელთა ხომალდია, რომელიც დედამიწას უახლოვდება.

– ეს პლანეტა ძალიან უცნაურია, რადგან პლანეტების მოძრაობის ყველა კანონს არღვევს. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ პლანეტას გრავიტაციის ძალა გააჩნია, მაშინ მას ორბიტები უნდა დაერღვია. ასეთი რამ კი არ მომხდარა. მართლაც არსებობს ვერსია, რომ ის პლანეტა კი არა, უცხოპლანეტელების ხომალდია და რომ ისინი დედამიწაზე წესრიგის დასამყარებლად მოდიან. ამ ვერსიას რუსეთში უამრავი მომხრე ჰყავს. იმდენად ბევრს სჯერა ამის, რომ ლამის ახალი რელიგია შექმნან.

– ამ ვერსიის თქვენ თუ გჯერათ?

– ამის დაჯერება ცოტა ძნელია, მაგრამ გამორიცხული არაფერია. კაცობრიობა 2012 წლისთვის ან მანამდე ისეთ რამეს ნახავს, რაც მათი ცხოვრების ფილოსოფიას შეცვლის, ანუ 2012 წლიდან ადამიანები ახლანდელი ცნობიერებით აღარ იცხოვრებენ, მათი აზროვნება, ცნობიერება შეიცვლება...

– დადებითისკენ შეიცვლება თუ პირიქით, უარესობისკენ?

– ეს იქნება მხოლოდ დადებითი ცვლილება. როგორც ასტროლოგს, მჯერა, რომ კოსმოსი არის ცოცხალი, მოაზროვნე სისტემა, რომელსაც თავისი გონი და კანონები აქვს. ასტროლოგია ცდილობს, ეს კანონები ადამიანის გონებამდე დაიყვანოს, მაგრამ ამ კანონებს ღრმად ვერასოდეს ჩავწვდებით. მიმდინარე მოვლენების შედეგად, ადამიანები ახლანდელთან შედარებით გაცილებით მაღალ დონეზე დაიწყებენ აზროვნებას. შეიძლება ითქვას, რომ ახალ ცივილიზაციას ჩაეყრება საფუძველი.


--------------------
სააგენტო "Associated Press"-ის ცნობით 2010 წლის თებერვალში ანტარქტიდაში ადგილიდან დაიძრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგი, რომლის სიგრძე 78კმ-ია სიგანე კი 39კმ, წონა 700 მილიარდ ტონას უდრის. ის ადგილს მოწყვიტა მეორე აისბერგმა რომლის კოდური დასახელებაა B9-B რომელიც 1987 წლიდან დაცურავს წყლებში მისი სიგრძე 97კმ-ია ფართობი - 2500 km² (ის თავისი სიდიდით უტოლდება ლუქსემბურგს)და მისი წონაა 860 მილიარდი ტონაა. ამ ორ აისბერგში იმდენივე წყალია რამდენსაც ერთი წლის განმავლობაში მოიხმარს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა! ამერიკელი ექსპერტების აზრით, ორი დიდი აისბერგი რომლებიც დასავლეთის მიმარტულებით მოძრაობენ სავსებით შეუძლიათ ოკეანური დინება რაც ზეგავლენას მოახდენს კლიმატზე. ყველაზე პესიმისტური პროგნოზებით, თუკი აისბერგები დაარღვევენ თბილ ატლანტიკურ დინებას მაშინ 2020 წლამდე სანამ ისინი არ დადნებიან ევროპაში საშუალო ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაეცემა,რაც აუცილებლად აისახება ცხოველთა და მცენარეთა სამყაროზე და რა თქმა უნდა ადამიანებზეც რომელთათვისაც უცხოა ასეთი ცივი ზამთარ
როგორც წესი ნებისმიერი ბუნებრივი კატასტროფა განუზომელ ზიანს აყენებს ადამიანს
რამდენადაც ლამაზია ბუნება, იმდენად მას შეუძლია იყოს დამანგრეველი....

წყარო: http://www.youtube.com/watch?v=rr7st4uOXUY&feature=related

Friday, May 14, 2010

ცუნამი აზიაში, რომლის შედეგადაც 200 000 ადამიანი დაიღუპა

ჩილეში მომხდარი მიწისძვრა

ჩილეში მომხდარ მიწისძვრაზე ყველა ალაპრაკდა და ხალხიც აფორიაქდა, რა თქმა უნდა ამ მოვლენამ მეცნიერების ყურადღებაც მიიპყრო. ამ მიწისძვრამ მხოლოდ ჩილეზე არ იმოქმედა, მეცნიერების აზრით ეს იმდენად დიდი ბუნებრივი კატასტროფა იყო რომ დედამიწაზეც მოახდინა გავლენა, რადგან ამან გამოიწვია დედამიწის ღერძის გადახრა 8 სმ-ით.
ჩილეში მომხდარი 8.8 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს, ეს დასკვნა მეცნიერებმა პლანეტის გადაადგილებაზე დაკვირვების შედეგად გამოიტანეს. ცნობილია, რომ დედამიწა 11 უზარმაზარი ზომის ფილებადაა დაყოფილი, სწორედ ამ ფილების შეჯახება იწვევს სხვადასხვა სიძლიერის მიწისძვრებს.
ერთ-ერთი ასეთი მძლავრი შეჯახება ჩილეს მიწისძვრის დროს მოხდა, რამაც დღე-ღამის 24 საათიანი პერიოდი შეამცირა.

ციტატა
ეს იყო უძლიერესი მიწისძვრა, რამდენიმე ასეულ მილზე ფილებმა შეიცვალეს ადგილი სიღრმეში, რამაც გაზარდა ბრუნვის სიჩქარე, დედამიწა კი შეიკუმშა.
მაგალითად: როდესაც მოციგურავეს ხელები უფრო ცენტრისკენ მიაქვს, ის სწრაფად იწყებს ტრიალს, რა თქმა უნდა ჩვენ ამ ცვლილებას ვერც ვიგრძნობთ.

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების დასკვნაზე დაყრდნობით, კაცობრიობა 24 სთიან რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებს, ეს დრო ჩილეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 1.27 მიკრო წამით შემცირდა, დედამიწის ფილებმა მოძრაობა სიღრმისკენ დაიწყეს, რამაც სამყაროს ღერძზე ბრუნვა ააჩქარა და მისი შეკუმშვა გამოიწვია.
დღეს თითქმის ყველა მეცნიერი ამ მოვლენას, საბედისწერო ცვლილებად აფასებს.

ანდრეას რიტბროკი:
ციტატა
მიწისძვრა ავრცელებს მასებს და იხრება ზედაპირზე, როდესაც ასეთი ძლიერი ბიძგები ხდება საუბარია დახლოებით 200 კმ და 40 დან 100 კმ სიღრმის მონაკვეთებზე, იცვლება დედამიწის ზედაპირი და ხელახლა ვრცელდება მასა, იცვლება დედამიწის ბრუნვის სიჩქარე, ის სწრაფად აღარ ბრუნავს და ამიტომ იცვლება დღის ხანგრძლივობაც


ძლიერმა ბიძგებმა დროის შემცირების გარდა კიდევ ერთ საგანგაშო ცვლილება გამოიწვიეს, ასტრონომების დაკვირვებით დედამიწამ ღერძიდან 8-სმ ით გადაინაცვლა, მეცნიერები ზუსტად არ არიან დარწმუნებულნი, ცვლილებები მხოლოდ ძლიერი ბიძგების შედეგია თუ მასზე კიდევ სხვა მოვლენები მოქმედებს, მათთვის ცნობილი ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის, რომ დედამიწის მასა იცვლება.

დედამიწაზე უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა, 50 გიგატონა ენერგია წარმოიქმნა, მიწის მასა ზემოთ ავიდა და ფილებიც ერთანეთის მიყოლებით გადაადგილდა, ეს დედამიწის ბრუნვის ცვლილებას იწვევს და ოდნავ ამცირებს მის სიჩქარეს, საუბარია წამის მემილიონედზე, ყველას გვინახავს გრაფიკულად როგორ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო, მაგრამ ახლა არც ორბიტაა სრულყოფილი და არც ბრუნვა ის 8 წმ-ითაა გადახრილი.

მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს ქართველი მეცნიერებიც აკვირდებიან. ასტრონომები განმარტავენ, რომ დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია და ამიტომ რა შედეგს გამოიტანს ეს ცვლილება, არავინ იცის.

მიხეილ ელაშვილი:
ციტატა
არაფერი არ არის დედამიწაზე მუდმივი, ჩილეს მიწისძვრის მერე, რომ მოდელირება მოახდინეს ამ ცვლილებების, იქ ერთერთი ვარიანტი იყო გამოთქმული, რომ დედამიწის რადიუსი შეიცვალა.

თეა გოდოლაძე:
ციტატა
როდესაც ასეთ დიდი მოვლენა(მიწისძვრა) ხდება, და გამოიყოფა ასეთი დიდი ენერგია ხდება მასების გადაადგილება, და ეს იწვევს ძვლილებებს ზოგადად დედამიწაზე.

დედამიწაზე დაკვირვებებს დღეს მსოფლიოს ყველა სამეცნიერო ლაბორატორიაში აწარმოებენ, არავინ იცის კიდევ რა აღოჩენები გაკეთდება, თუმცა ცნობილია, რომ მოვლენა რომელსაც ასტროლოგები 2012 წელს ელოდებიან, მზის აქტივობის მომატებით იწყება.

მსოფლიოში რამდენიმე სეისმურად აქტიური ზონა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ საქართველოა, ექსპერტების მონაცემებით კავკაკსიონის ქედზეც საშიში წერტილებია, 11-დან ერთერთი(არაბეთის) ფილა ჩვენს ქვეყანასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, ფილები კი მუდმივად მოძრაობენ
21 საუკუინეშიც კი ვერცერთი მეცნიერი ვერ აკეთებს პროგნოზს, როდის შეიძლება შეეჯახოს ეს ფილები ერთმანეთს.

წინასწარ მეტყველება ხდება

ციტატა
უბედურებანი, რომელნიც დაატყდებიან სოფელს ანტიქრისტეს გამეფებისას:
დაშრება ზღვა; ამოწყდებიან ცხოველები; აჩქარდება დრო

დღე იქნება როგორც საათი, კვირა როგორც დღე, თვე როგორც კვირა და წელიწადი კი როგორც თვე. რამეთუ კაცთა მზაკვრობის გამო მოხდება ისე, რომ სტიქიონებიც კი დაიძაბება, კიდევ უფრო აჩქარდება და დაიჭიმება, რამეთუ მალე აღესრულოს საუკუნეთა მერვე რიცხვისათვის (ანუ სოფლის შექმნიდან მერვე ათასწლეულისათვის) უფლის მიერ ნაწინასწარმეტყველები რიცხვი“ (წმ. ნილოს მირონმდინარე – „სიკვდილისშემდგომი შეგონებან.
წყარო: http://xixani.wordpress.com/2010/03/04/ბუნებრივი-კატაკლიზმები/



დედამიწაზე მიმდინარე ბუნებრივი კატასტროფები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ ადამიანებს, თუმცა ამ მოვლენებს ვერანაირი ადამიანური ძალა ვერ შეაჩერებს.ცნობილია, რომ დედამიწის ზედაპირის ფართობი 10 მლნ. კმ2-ია. აქედან ხმელეთის წილად მოდის 149 მლნ. კმ2. კონტინენტის მეტი ნაწილი მსოფლიო ოკიანის დონეზე მაღლაა (ხმელეთის სახით), ხოლო პერიფერიული ნაწილი მისი წყალქვეშა გაგრძელებაა, კონტინენტური შლეიფის სახით. სტიქიურ მოვლენებს, ბუნებრივი კატასტროფების სახით, ადგილი აქვს როგორც ხმელეთზე, ასევე - წყალქვეშ. ადამიანმა უამრავი კომპლექსი შექმნა ამ კატასტროფების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ბუნებრივია, ყველა სტიქიური მოვლენის წინასწარმეტყველება შეუძლებელია.

დამანგრეველი სტიქიური მოვლენებია: მიწისძვრები, ვულკან, გრიგალისებური ქარები, ციკლონური ქარიშხლები, ტაიფუნი, თოვლის ზვავები... ბუნებას დიდ ზიანს აყენებს, აგრეთვე, სეტყვაც. იყო შემთხვევები, როცა მარტო ცალკეული რაიონები კი არა, მთელი ქვეყნები ისეტყვებოდა. 1788 წლის 13 ივლისს, 70 კმ/სთ სიჩქარის სეტყვის ტალღამ სამხრეთ დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ მთელ საფრანგეთზე გადაიარა. დასეტყვის ზოლის სიგანე ზოგან 26 კმ-ს აღწევდა. სეტყვის ერთი მარცვლის წონა კი 250 გრამს უდრიდა. გზებზე და ღრმულებში ყინულის სისქემ რამდენიმე სანტიმეტრს მიაღწია. ხეები გაშიშვლდა, ნათესები განადგურდა, წვრილფეხა საქონელი გაწყდა, მსხვილფეხა პირუტყვი დაზიანდა. ტყეებში ფრინველი დიდი ხნით გაქრა. უფრო ძლიერი სეტყვა მოვიდა რუსეთში 1843 წლის 27 მაისს. სეტყვის მარცვლის წონა ზოგან 300 გრამს უდრიდა. 1904 წლის 29 ივნისს მოსკოვის აღმოსავლეთ რაიონში მოვიდა სეტყვა 400 გრამიანი მარცვლებით. სეტყვა ვერტიკალურად და ისეთი ძალით ეცემოდა, რომ სათბურებისა და ორანჟერეების მინები ნატყვიარს ჰგავდა, ნიადაგს ექვსსანტიმეტრიანი ღრმულები აჩნდა. ძლიერი სეტყვა მოვიდა ინდოეთში 1929 წლის 11 მაისს. ზოგიერთი მარცვლის დიამეტრი 13 სმ-ს აღწევდა და 1 კგ-ს იწონიდა.

დამანგრეველი სტიქიური მოვლენაა გრიგალი. 1950 წლის ივლისში, საფრანგეთში საშინელი გრიგალი მძვინვარებდა. მის მიერ მიყენებული ზიანი ნამდვილ კატასტროფად იქცა. ქვეყნის ბევრ რაიონში ყურძნის, ხორბლისა და კარტოფილის მოსავალი მთლიანად განადგურდა.

1837 წელს კარიბის ზღვაში, ვირჯინიის კუნძულებზე გრიგალმა დაანგრია სიმაგრე, რომელიც ნავსადგურის მისადგომებს იცავდა, გიგანტურმა ტალღებმა ნაპირზე კლდის უზარმაზარი ლოდები გამორიყა. 1881 წელს კი გრიგალმა დიდი გემი ოკიანის დონიდან 3 მეტრზე აზიდულ კლდეებზე შეაგდო.

ციკლონური ქარიშხალი უდაბნოზე გადავლისას ჰაერში იტაცებს ქვიშის მტვრის მასებს და დიდ მანძილზე გადააქვს. 1901 წლის მარტში საჰარის ქარიშხალმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მტვრით დაფარა ქ. ტუნისი. ქალაქში დღის საათებში უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა. მეორე დღეს ციკლონმა მტვერი გადაიტანა იტალიაში, უნგრეთში, გერმანიასა და დანიაში, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ, მოწითალო ფერის მტვერი რუსეთშიც გამოჩნდა. ამ მტვრის გამოჩენა ურალშიც კი აღინიშნა.

ტროპიკულ გრიგალს თან ახლავს ცუნამზე არანაკლებ დამანგრეველი ძალის ტალღები. 1737 წლის ოქტომბერში, ბენგალის ყურეში, მდინარე უგლის ნაპირს თავს დაატყდა ქარიშხლისაგან გამოწვეული ტალღა, რის შედეგადაც 3 ათასი კაცი დაიღუპა. უფრო დიდი ზარალი გრიგალმა 1864 წელს მიაყენა მოსახლეობას. მოვარდნილმა ტალღამ 50 ათასი კაცი შთანთქა.

1949 წელს იაპონიის სანაპიროზე მძლავრმა ტაიფუნმა გადაიარა. 1300 პატარა თევზმჭერი გემი ზღვაში დაიღუპა, ათასობით მეთევზე უკვალოდ გაქრა.

ევროპული კოსმიური სააგენტოს ცნობით კი, პირველად დადასტურდა ამოუცნობი მოვლენის – ათ სართულიანი სიმაღლის ტალღის არსებობა. ამაზე ხშირად “ჭორაობენ” მეზღვაურები, როდესაც იდუმალი მიზეზებით იძირება ხომალდები. თუმცა, დღემდე არავის სჯეროდა მსგავსი რამის არსებობა. პროექტი Max-Wave მსგავსი ჭორების გადასამოწმებლად იქნა ორგანიზებული. ევროპული კოსმიური სააგენტოს ორი თანამგზავრი ოკეანეს იკვლევდა სამი კვირის განმავლობაში. თანამგზავრის მიერ აღმოჩენილ იქნა 25 მეტრზე მაღალი 10 ტალღა-გიგანტი.

ზვავი დამანგრეველი ძალის სტიქიური მოვლენაა. იგი დიდ საშიშროებას უქმნის მთაში მომუშავე ადამიანებს, დასახლებულ პუნქტებს, სამრეწველო ობიექტებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს. 1987 წლის იანვარში ციკლონების შემოჭრამ დასავლეთ საქართველოს მთებში დიდთოვლობა გამოიწვია. გარკვეულ ადგილებში თოვლის საფარის სიმაღლემ 3-5 მეტრს მიაღწია, რამაც ზვავების არნახული გააქტიურება გამოიწვია. დაიღუპა ათობით ადამიანი, დაინგრა ასობით შენობა, განადგურდა სატრანსპორტო კომუნიკაციები. გაზაფხულზე თოვლის ინტენსიურ დნობას მდინარეების ადიდება მოჰყვა, რამაც მნიშნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა კოლხეთის დაბლობზე მცხოვრებთ. ზაფხულში კი აღინიშნა მეწყერების გააქტიურება სვანეთში, რაჭასა და მაღალი მთის ზემო მონაკვეთზე. მთიანი რეგიონის ქვეყნებში, მიუხედავად გამაფრთხილებელი და დამცავი ღონისძიებების ფართო სპექტრისა, ყოველწლიურად 10%-ით იზრდება ზვავებში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა, ხოლო მატერიალური ზარალი – 5%-ით.

პარიზში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობის მიხედვით, 2004 წელი თანამედროვე ისტორიაში უპრეცენდენტოა (ეს მონაცემები 26 დეკემბრის მიწისძვრამდეა შედგენილი). ბუნებრივი კატასტროფების მიერ მიყენებულმა ზარალმა 150 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2004 წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 300-ზე მეტი ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფა მოხდა. ამას 21 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად, ფინანსურად ყველაზე მეტად იზარალა აშშ-მ და იაპონიამ. შეერთებულ შტატებში უძლიერესმა ქარიშხლებმა და ციკლონებმა მნიშვნელოვნად დააზარალა სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო. ტაიფუნმა იაპონიაც აზარალა. შარშან ევროპაში “ეკოლოგიური სტაბილური პიკი” იყო, რადგან ბუნებრივი კატაკლიზმების თვალსაზრისით 2004 წელი მისთვის საკმაოდ მშვიდი გამოდგა.

ყველაზე დამანგრეველ სტიქიურ მოვლენად, ალბათ მაინც მიწისძვრები ითვლება. ჩვ.წ.აღ I აღასწლეულში დედამიწაზე მოხდა 6 ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც 100000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. II ათასწლწულში ასეთი მიწისძვრების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.

პირველი ისტორიული ცნობები მიწისძვრების შესახებ ჩვ.წ.აღ-მდე 2500 წლით არის დათარიღებული. ამ წელს ეგვიპტეში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა.

დაფიქსირებული და გაზომილი მიწისძვრებიდან ყველაზე ძლიერი 1960 წლის 22 მაისს მოხდა სამხრეთ ჩილეში. ეპიცენტრში სიმძლავრე 9.5 ბალს აღწევდა. ამ მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 2000 და დაშავდა 3000 ადამიანი, 2.5 მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა. ქვეყანამ 550 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა. მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ცუნამი თავს დაატყდა ჰავაის სანაპიროს და 61 ადამიანი იმსხვერპლა. ამ მიწისძვრით გამოწვეულმა უზარმაზარმა ზღვის ტალღებმა იაპონიამდეც მიაღწია, სადაც 138 ადამიანი დაიღუპა. დაზარალდა ფილიპინებიც.

კავკასიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1667 წელს მოხდა, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ შამახაში. დაიღუპა 80 ათასი ადამიანი.

1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მოხდა მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი მდებარეობდა საჩხერესთან ახლოს. მიწისძვრის სიმძლავრე 9 ბალი იყო. საჩხერის, ონისა და ამბროლაურის რაიონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა. დაზარალდა ზემო იმერეთისა და რაჭის სოფლები.

1988 წლის 7 დეკემბერს, დილის 11:41 წუთზე სპიტაკში მოხდა ერთ-ერთი უდიდესი (როგორც სიძლიერის, ასევე მსხვერპლის თვალსაზრისით) მიწისძვრა, რომელიც 40 წამს გრძელდებოდა და რიხტერის შკალით 7 ბალს აღწევდა. მიწისძვრა განმეორდა 4 წუთის შემდეგ – 6 ბალი, ამას კი მოჰყვა რამდენიმე, წინამორბედებთან შედარებით მცირე ბიძგი, რომელთა საშუალო სიმძლავრე 5 ბალი იყო. მიწისძვრის ეპიცენტრიდან 80 კმ-ის დიამეტრში მდებარე 4 ქალაქი (სპიტაკი, ლენინაკანი, სტეფანავანი და კიროვაკანი) და 48 სოფელი მიწასთან გასწორდა და მოსახლეობის 20 % იმსხვერპლა.

ლენინაკანში, 1982 წლის მონაცემებით, 215000 ადამიანი ცხოვრობდა, ქალაქი მიწისძვრამ ნანგრევებად აქცია. სტიქიას გადარჩენილები გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდნენ. ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ, როცა ღამით ტემპერატურა – 200C აღწევდა. ცოცხლად დარჩენილთაგან არავინ იყო ისეთი, ვისაც ოჯახის ერთი წევრი მაინც არ დაეღუპა.

დაზარალებულ რეგიონში განადგურებული იყო საკომუნიკაციო საშუალებები, რაც ძალიან ართულებდა მაშველების მუშაობას. თითქმის ყველა საავადმყოფო დანგრეული იყო, ექიმები კი - დაღუპული. მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, მაშველებმა ერთი კვირის მუშაობის შედეგად ნანგრევებიდან 19000 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის - 5400 ცოცხალი.

მიწისძვრის შედეგად 26000 ადამიანი დაიღუპა, 500000 უსახლკაროდ დარჩა, ხოლო ეკონომიკურმა ზარალმა 14,2 მლრდ. დოლარს გადააჭარბა.

მსოფლიო შეაძრწუნა 2004 წლის დეკემბერში, სამხ. აღმოსავლეთ აზიაში მომხდარმა მიწისძვრამ. ინდონეზიის კუნძულ სუმატრას მახლობლად, ზღვის ფსკერის ქვეშ მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა, უდიდესი ზარალი მიაყენა ინდონეზიას, შრი-ლანკას, ინდოეთს, ტაილანდს, მალდივის კუნძულებს, მალაიზიას, მიანმას. სავარაუდოდ, დაიღუპა 150 ათასზე მეტი ადამიანი, ათობით ათასი უგზო-უკვლოდ გაქრა, მილიონობით კაცი დარჩა უსახლკაროდ. მსხვერპლთა რაოდენობა ყოველ დღე იზრდება. ძალიან დიდია ინფექციურ დაავადებათა რისკი... შესაძლოა, ეს დამთხვევა იყოს, მაგრამ ერთი წლის წინ, 26 დეკემბერს, ზუსტად იმავე დროს ირანში მოხდა მიწისძვრა, რომელმაც 40000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გიგანტურმა ტალღებმა, შრი-ლანკას სანაპიროზე რამდენიმე კმ-ის არეალში ყველაფერი წალეკა. ამ ზონაში მდებარე უნიკალურ, ბუნებრივ ნაკრძალში ასობით სპილო და ლეოპარდი ბინადრობდა. სტიქიას ყველა ცხოველი გადაურჩა. ჩანს, მათ იგრძნეს საფრთხე და თავს უშველეს.

ცუნამმა გაწყვიტა უამრავი თევზი. მოზრდილმა ფრინველებმა მოასწრეს გაფრენა, ბარტყები კი დაიღუპნენ. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ფრთოსანთა ბევრი სახეობა დიდხანს ვერ გამრავლდება. სპეციალისტების აზრით, მდგომარეობის ნორმალიზებას ნახევარი საუკუნე მაინც დასჭირდება.

სერიოზული ცვლილებები მოხდა ნიკობარის ყველა კუნძულზე, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრის ახლოსაა. კუნძული ტრინკატი შუაზე გაიპო - ერთი ნაწილი წყალში ჩაიძირა, მეორე ჯერ კიდევ მოჩანს. ნიკობარის კუნძულების 20000 მოსახლიდან ნახევარი დაკარგულად ითვლება.

ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს ცნობით, დედამიწის ღერძი 3სმ-ით გადაიხარა, რამაც დედამიწის ბრუნვის აჩქარება გამოიწვია, დღე-ღამე კი წამის მაეთასედით დამოკლდა. ერთ-ერთი კუნძული, რომელზეც უბედურებამდე 3500 კაცი ცხოვრობდა, უკვე უკაცრიელად აღიარეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, ანდამანისა და ნიკობარის კუნძულებზე მცხოვრებ პრიმიტიულ ტომთა ბედი. მათ შორის არიან ე.წ. ნიგრიტოს ტომის ადამიანები (მათი სიმაღლე 150სმ-ია), რომლებიც პლანეტის უძველეს მკვიდრებად ითვლებიან. სავარაუდოდ, ეს ტომი სტიქიამ შეიწირა.

ცუნამით დაზარალებულ ქვეყნებში დაიწყო სამაშველო ოპერაციები. გაეროს წარმომადგენლების აღიარებით, მათ ადრე არასოდეს დაჭირვებიათ სამაშველო სამუშაოების ერთდროულად 10 ქვეყანაში კოორდინირება და ამ რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა. ბოლო მონაცემებით, პირველ სამ დღეში მობილიზებული იყო 250 მლნ. დოლარი, რასაც ყოველდღე კიდევ ათობით მილიონი ემატებოდა.

მიწისძვრის საძლიერის მეცნიერული გაზომვა XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყეს. მანამდე მომხდარი მიწისძვრების შესახებ კი მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ:

1138 წლის 9აგვისტო, სირია, ქ. ალეპო - დაიღუპა 230000 ადამიანი.

1556 წლის 23 იანვარი, ჩინეთი, ქ. შანსი - დაიღუპა 830000 ადამიანი.

1737 წლის 11 ოქტომბერი, ინდოეთი, ქ. კალკუტა - დაიღუპა 300000 ადამიანი.

1976 წლის 26 ივლისი, ჩინეთი, ტიანშანი - დაიღუპა 225000 ადამიანი.

სტიქიური მოვლენები დიდ ზიანს აყენებს, როგორც ადამიანებს, ასევე ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს. ამ მოვლენათა განვითარებას ხანდახან ადამიანებიც ვუწყობთ ხელს, როცა ვჩეხავთ ტყეებს ან ვცდილობთ დასახლებას იქ, სადაც მოგვესურვება და ამით ბუნებას წინ აღვუდგებით-ხოლმე. (ამის არაერთი მაგალითი არსებობს: ზვავების ან მეწყერის ჩამოწოლა ისეთ ადგილებში, სადაც ადრე ტყე იყო და მერე ადამიანმა გაჩეხა). ბუნებრივ კატასტროფებს შეუძლიათ შეცვალონ დედამიწის რელიეფი. ამ ცვლილებებს ჩვენი პლანეტა უძველესი დროიდან განიცდიდა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება.
წყარო: http://gzashemecnebisaken.narod.ru/bunebrivi_katastrofebi.htm

ამ ბოლო დროს ჩვენს დედამიწაზე ბევრი ბუნებრივი კატასტროფა ხდება, რაც მე ძალიან მაწუხებს, ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის გარშემო მომეძიებინა ინფორმაცია, რათა უკეთ გავცნობოდი ბუნებრივ მოვლენებს და იმ ადამიანებისთვისაც გამეცნო ვინც დაინტერესებულია ამ თემით.
ბუნებრივ კატასტროფებთან ერთად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებებიც:მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ექსპერტთა სამთავრობათაშორისო ჯგუფის გამოკვლევათა თანახმად ატმოსფეროს კლიმატზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ე.წ. "სათბურის ეფექტი", რაც ზემოთაღნიშნული გაზებისა და აეროზოლების დაგროვების პირდაპირი შედეგია. მათი დაგროვება ატმოსფეროს ქვედა (6 კმ) ფენაში ასრულებს იმ აფსკის როლს, რომელიც აძლიერებს ატმოსფეროს მზის მიერ დათბობას და მკვეთრად ამცირებს დედამიწიდან კოსმოსისაკენ მიმართულ სითბურ გრძელტალღოვან ნაკადს.
დედამიწის კლიმატის ბუნებრივი დათბობის ციკლისა და "სათბურის ეფექტის" ერთობლივი მოქმედებით, ატმოსფეროს საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ 1990 წლისათვის აიწია 1 გრადუსი ცელსიუსით, ჩრდ. ნახევარსფეროში 1,2 გრადუსით, ხოლო სამხრეთში - 0,8 გრადუსით.
არსებული სხვადასხვა სცენარების მიხედვით "სათბურის გაზების" ატმოსფერული კონცენტრაცია 2030-50 წლებისათვის შეიძლება გაორმაგდეს, ინდუსტრიალიზაციის დონის ზრდის ფონზე ატმოსფეროს საშუალო გლობალური ტემპერატურის მატებამ ამ დროისათვის შეიძლება 2,0/5,0 გრადუს ცელსიუსს მიაღწიოს. ამასთან, დათბობის პროცესი უფრო შესამჩნევი გახდება მაღალ განედებში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მყინვარების დნობის პროცესს. მოსალოდნელია ოკეანის დონის აწევა (0,5 მეტრი 100 წელიწადში). ამჟამად გოლფსტრიმის დინება 1957 წელთან შედარებით შემცირდა 30%-ით. გოლფსტრიმის დინების შეჩერების შემთხვევაში ევროპაში 2010 წლისათვის მოსალოდნელია ტემპერატურის 1 გრადუსით შემცირება. სხვა მათემატიკური გამოთვლებით გოლსფტრიმის დინების შეჩერება მოსალოდნელია 20 წლის შემდეგ, რაც გამოიწვევს ჩრდილოეთ ევროპაში, ირლანდიას, ისლანდიასა და დიდ ბრიტანეთში ტემპერატურის 4-6 გრადუსით შემცირებას.
ამჟამად ატმოსფეროში, როგორც ფიზიკურ სისტემაში, უკვე ფუნქციონირებენ არაწრფივი სითბური წყაროები, რომელთა ინტენსივობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს მომავალში (აღნიშნულმა მოვლენამ, აიძულა გაერო, მიეღო გადაწყვეტილება "სათბურის ეფექტის" კომპლექსური კვლევის შესახებ. ამ მიზნით შეიქმნა იუნესკოს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და სხვათა სამეცნიერო ჯგუფები და სპეციალური პროგრამები).
გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იქნას აგრეთვე ის გარემოება, რომ პროფესორ არჩილ ხანთაძის გამოკვლევებით დედამიწის ატმოსფეროს გააჩნია საშუალო კლიმატური ტემპერატურის ზრდის ბუნებრივი დამამუხრუჭებელი ფაქტორებიც (ადვექცია, შთანთქმა, დისპერსია), რამაც უნდა გამოიწვიოს აღნიშნული ეფექტით წარმოშობილი კლიმატური დათბობის ზრდის დაბალანსება.
პროფ. ბუდიკოს და სხვათა მონაცემებით, ყოველწლიურად საწარმო ენერგიის 6%-ით ზრდას შეუძლია ერთი საუკუნის შემდეგ ტემპერატურის 3 გრადუსით გაზრდა, რასაც მოყვება წარმოების სრულიად განსხვავებული სისტემის დანერგვა.
მსოფლიო ინდუსტრიის დაჩქარებული ტემპებით განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტყეების არაგონებრივი გაჩეხვაც. მწვანე მასა წარმოადგენს ნახშირორჟანგის შთანთქმის ძირითად წყაროს, ამცირებს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ჭარბად დაგროვებას. ერთ ჰექტარ ფართობზე ტყის მწვანე მასა ატმოსფეროდან ყოველწლიურად 2240 კილოგრამ ნახშირორჟანგს გამოათავისუფლებს